ქართულ-ავსტრიული ბიზნესფორუმი გაიმართა

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ქართულ-ავსტრიული ბიზნესფორუმი გაიმართა. ფურუმში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიის სამთავრობო და ბიზნესდელეგაციის წევრებმა. ავსტრიის დელეგაციის ხელმძღვანელია ევროპის, ინტერაციისა და საგარეო საკითხთა ავსტრიის ფედერალური მინისტრი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში აუდიტორიას სიტყვით მიმართეს საქართველოსა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელებმა, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლებმა.
პარალელურად გაიმართა პირისპირ შეხვედრები ავსტრიული და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შორის.
ავსტრიული კომპანიების ინტერესთა სფეროებია: ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, სამედიცინო ტექნოლოგიები, ჰიდროელექტროსადგურის მომსახურება და ელექტრო-მექანიკური უზრუნველყოფა, ალტერნატიული ენერგოსისტემები, საინჟინრო განათლება, ტრენინგები სხვადასხვა სფეროში (ინჟინერია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მენეჯმენტი, გარემოს დაცვა, მეწარმეობა და ა.შ), ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი (ლამინატი, ხე, ფასადების დამუშავება), უძრავი ქონება და ინვესტიციები, ენერგეტიკა, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება და მართვა, მეტალურგიული მრეწველობა, ჰიდროელექტრო სადგურები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები