ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტი დემონსტრაციულად არღვევს კონსტიტუციას და ამბობს, გავაგრძელებ დარღვევასო
სამწუხაროდ, პრეზიდენტი კვლავ არღვევს თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას. იმის მაგივრად, რომ ოდნავი რიდი მაინც გამოიჩინოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დემონსტრაციულად არღვევს მას და ამბობს, გავაგრძელებ დარღვევასო, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტს არ აკისრია რაიმე კონკრეტული დავალება და პასუხისმგებლობა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების არსებულ არცერთ გეგმაში.
„პრეზიდენტს და მის ყოფილ მაგინებელთა გუნდს, დღეს მის გარშემო რომ არიან შემოკრებილნი, ერთადერთი მიზანი აქვთ – თუ მაინცდამაინც მოგვცეს ეს სტატუსი, ისე დაამძიმონ ამ სტატუსის მოცემულობები, რომ საქართველოს ახალი წინაპირობები წაუყენონ. მხოლოდ და მხოლოდ ეს მიზანი ექნება მათ ამ ვოიაჟებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა “ქრონიკის” ეთერში.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.