ნიკოლოზ სამხარაძე: როცა პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, მის ნებისმიერ საქმიანობას ყველანაირი აზრი ეკარგება

“როცა პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, მის ნებისმიერ საქმიანობას ყველანაირი აზრი ეკარგება”,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კონსტიტუციის დარღვევა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადაცდომა, რაც კი შეიძლება, ნებისმიერი თანამდებობის პირმა ჩაიდინოს ქვეყანაში.

„ჩვენი პოზიცია პარლამენტში იმპიჩმენტის დროს დადასტურდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. კონსტიტუციის დარღვევა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადაცდომა, რაც კი შეიძლება, ნებისმიერი თანამდებობის პირმა ჩაიდინოს ქვეყანაში. მით უმეტეს, როცა ამას აკეთებს პრეზიდენტი, მის ნებისმიერ საქმიანობას ამის შემდეგ ყველანაირი აზრი ეკარგება და მგონი, შეფასებებიც აღარ ღირს, რას გააკეთებს“, – აღნიშნა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები