“ცოტა გაურკვეველია, სალომე ზურაბიშვილი მაინც და მაინც ქალ პოლიტიკოსებს რატომ ხვდება, რაღაც გენდერული მიკერძოება გააჩნია თუ რა არის” – ირაკლი ქადაგიშვილი

„პრეზიდენტის ქმედებები ყოველთვის იყო დამაზიანებელი და კონფრონტაციის შემომტანი“, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრას.

„ცოტა გაურკვეველია მაინც და მაინც ქალ პოლიტიკოსებს რატომ ხვდება – რაღაც გენდერული მიკერძოება გააჩნია თუ რა არის… ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამ შეხვედრისგან რაიმე პოზიტიური იქნება. ქალი იქნება თუ კაცი, ჩვენ კარგად დავინახეთ ოპოზიციის რეალური ქმედებები და გამონათქვამები, რაც დამაზიანებელია ევროინტეგრაციის გზაზე.
ისიც კარგად ვიცით, რომ პრეზიდენტის ქმედებები ყოველთვის დამაზიანებელი, კონფრონტაციის შემომტანი იყო – რა განცხადებებით დაგვიბრუნდა ის ვიზიტებიდან – დაუწესეთ სანქცია რუსეთსო… ასეთი იყო რეკომენდაცია, რომელიც პრეზიდენტმა თავის არასანქცირებული მოგზაურობის შემდეგ ჩამოიტანა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები