ირაკლი ქადაგიშვილი: რადიკალური ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება
“საქართველოს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ამას არც მალავენ”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის აქტივობები ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება.
“ყველა მათი აქტივობა ქვეყნის და ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება. ამის პარალელურად, ხდება არასამთავრობოების მიერ რევოლუციური სცენარების შემუშავება და ახალგაზრდების დატრენინგება”, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.