სალომე სამადაშვილი: ევროკავშირი თუ გადაწყვეტს, რომ ჩვენს ქვეყანას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, მე ამ გამარჯვებას მივულოცავ ქართველ ხალხს
,,ლელოს” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროკავშირი თუ გადაწყვეტს, რომ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, ამ გამარჯვებას ქართველ ხალხს მიულოცავს.
“ევროკავშირი თუ გადაწყვეტს, რომ, გეოპოლიტიკური მოსაზრებებით და ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენს ქვეყანას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, მე ამ გამარჯვებას მივულოცავ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ მივულოცავ ასევე გამარჯვებას “ქართულ ოცნებაზე”, – აცხადებს სამადაშვილი.