პაატა მანჯგალაძე – გუბაზ სანიკიძეზე: ერთი დეპუტატის განცხადება არ ნიშნავს ოპოზიციის აზრს

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პაატა მანჯგალაძე კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა.

“ერთი დეპუტატის განცხადება არ ნიშნავს ოპოზიციის აზრს. მით უმეტეს, არ ნიშნავს “სტრატეგია აღმაშენებლის” პოზიციას. მე პირდაპირ გიდასტურებთ, რომ იმაზე დიდი ეროვნული ამოცანა, ვიდრე არის კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის, ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ცნობისთვის, გუბაზ სანიკიძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები