ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან
ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე აცხადებს, საუბრის მთავარი თემა, სავარაუდოდ, კანდიდატის სტატუსს შეეხება.
„არ ვიცი, რა იქნება დღეს საუბრის თემა, თუმცა, ყველა ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა არის ევროინტეგრაცია და ჩვენი, ყველას როლი, ამიტომ, ვვარაუდობ, დიდი ალბათობით, ისევ ეს იქნება, თუ რა უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად, რომ ამ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.