პარლამენტის დელეგაცია სტოკჰოლმში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ „როუზ-როთ”-ის სემინარში მონაწილეობს

23-24 ოქტომბერს შვედეთის სამეფოს დედაქალაქ სტოკჰოლმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთ”-ის რიგით 104-ე სემინარი – “რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერა: სტაბილურობის პროექცირება, უსაფრთხოების განმტკიცება და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში დაწინაურება” – იმართება.

პარლამენტის ინფორმაციით, ღონისძიებაში საქართველოს საპარლამენტო  დელეგაცია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას და პარლამენტის წევრების: ხატია წილოსანის, გიორგი ჩაკვეტაძის და თეონა აქუბარდიას შემადგენლობით მონაწილეობს.

სემინარის ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიც არის: შვედეთის კონტრიბუცია ნატოში და პარტნიორების მხარდაჭერა; უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის; საქართველოს ევროატლანტიკური გზა; ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლაში შვედეთის მედეგობის შესახებ გამოცდილების გაზიარება და სხვა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებაში ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები