პრაღაში დღეს ყირიმის პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტი იხსნება
დღეს პრაღაში ყირიმის პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტი იხსნება. საქართველოს დელეგაცია უკვე ჩეხეთშია.
სამიტზე დაგეგმილია ქართველი დეპუტატების სიტყვით გამოსვლა, რომლებიც ტრიბუნას უკრაინელების მხარდასაჭერად გამოიყენებენ და კიდევ ერთხელ გამოხატავენ საქართველოს მიერ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას.
ამის პარალელურად, ამ შესაძლებლობას საქართველოს დელეგაცია გამოიყენებს იმისათვის, რომ გამართოს ორმხრივი შეხვედრები პარტნიორ ქვეყნებთან, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი იქნება საქართველოს ევროპული მომავალი და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.
მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ