გიორგი ვოლსკი: “ნაცმოძრაობისთვის” ნიკა მელია თავისი გუნდით უკვე დაკარგულია

მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ვოლსკი “ნაციონალურ მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

“ნაცმოძრაობისთვის” ნიკა მელია თავისი გუნდით უკვე დაკარგულია. შეჯიბრება მასა და ლევან ხაბეიშვილს შორის, ვინ უფრო დამანგრეველი ძალის მატარებელია ქვეყნისთვის, დამთავრდა ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებით. მას ინტელექტი აკლია და ამ ნაკლოვანების შესავსებად ჯერ გიორგი ვაშაძე მოავლინეს, რომელიც არ გამოდგა და ამ შემთხვევაში მსჯელობენ, იქნებ, როგორმე ნიკა გვარამია დაახმარონ ამ ინტელექტით ჩამორჩენილ გუნდს”, – აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები