ილია დარჩიაშვილი: დარწმუნებულები ვართ, რომ უნგრეთი იქნება ერთ-ერთი ხმა ჩვენთვის ევროპული სტატუსის მონიჭებისას
“უნგრეთი გამორჩეული და ხმამაღალი მხარდამჭერია ჩვენი ევროპული მომავლის და დარწმუნებულები ვართ, რომ უნგრეთი იქნება ერთ-ერთი ხმა ჩვენთვის ევროპული სტატუსის მონიჭებისას”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს და უნგრეთს შორის ნამდვილად პარტნიორული ურთიერთობებია.
„საქართველოს და უნგრეთს შორის ნამდვილად არის ძალიან დინამიკური, პარტნიორული ურთიერთობები. ეს გამოიხატება მთავრობებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით, რადგანაც უნგრეთი არის ქვეყანა, რომელიც უზიარებს გამოცდილებას და ცოდნას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. უნგრეთი არის ნაწილი შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ევროკავშირის ენერგოდივერსიფიცირება და ჩვენი რეგიონი იძენს ძალიან ღირებულ როლს ევროკავშირისთვის ამ მიმართულებით. ჩვენ ვადგავართ ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს გზას და საქართველო აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში, მუშაობს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის, უნგრეთთან. უნგრეთი გამორჩეული და ხმამაღალი მხარდამჭერია ჩვენი ევროპული მომავლის და დარწმუნებული ვართ, რომ უნგრეთი იქნება ერთ-ერთი ხმა ჩვენთვის ევროპული სტატუსის მონიჭებისა”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.