ბექა ოდიშარია: განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ხაბეიშვილი

“ძალიან მძიმე სანახავია, როცა ის ადამიანები ჩამწკრივებული მიბრძანდებიან არაფორმალურ მმართველთან, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ ოპოზიციის ლიდერები არიან”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და წევრები დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ.

ოდიშარიას თქმით, ლევან ხაბეიშვილი მძიმე მდგომარეობაშია.

“განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ლევან ხაბეიშვილი, რომელზეც ნიანგის ცრემლებს ვერ გადმოვყრი, მაგრამ თუ ის ამ გამოწვევის წინაშე დადგება, მისი პოლიტიკური ასპარეზის დასასრული აქვე გაჩნდება. რაც შეეხება გიორგი ვაშაძის ლარნაკაში ყოფნის თაობაზე ინფორმაციას, გიორგი ვაშაძე ბევრ რამეზეა წამსვლელი. მათ შორის შეიძლება, მას საქართველო მწვანე საზღვრით გადაეკვეთა და ისე გამგზავრებულიყო, თუ ამას მათი დამფინანსებელი ეტყოდა. ამ ადამიანებს ისე უყვართ ფული, რომ ფულისთვის ყველანაირი ხერხით შეიძლება მოხვდნენ იქ, სადაც ალბათ, ამ ადამიანებისაც და დაშლილი „ნაცმოძრაობის” ბედი წყდება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები