პარასკევს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის 2023/24 სეზონის გახსნითი კონცერტი გაიმართება

გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის 2023/24 სეზონის გახსნითი კონცერტი თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში პარასკევს, 13 ოქტომბერს, 20:00-ზე კლასიკურ მუსიკას მონატრებული მსმენელებისათვის გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართავს სიმფონიური მუსიკის კონცერტს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჯერად ორკესტრს უდირიჟორებს დირიჟორი – კორნილიოს მიჰაილიდისი • პროგრამა: • ვ. ა. მოცარტი – სიმფონია No. 29, ლა მაჟორი, Kv. 201 • ლ. ვ. ბეთჰოვენი – სავიოლინო კონცერტი, რე მაჟორი, თხზ. 61 • გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი • სოლისტი – ლია პეტროვა კონცერტის დასაწყისი 20:00 საათზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები