კულტურის მინისტრმა თურქმენეთის ელჩს უმასპინძლა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დოვლეთ მურად მურატოვს უმასპინძლეს. მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი კულტურული ურთიერთობებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.