მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, რეგიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, მოქალაქეებს წარმოადგენინეს და ნებაყოფლობით ჩააბარებინეს: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი, სხვადასხვა კალიბრის 7682 საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა ტიპის 114 ხელყუმბარა, 10 ცალი გადაჭრილი თოფი, 3 პისტოლეტი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. სამინისტროს ინფორმაციით, სულ ჩაბარებულია: „კალაშნიკოვის“ სისტემის 2 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 10 ცალი გადაჭრილი თოფი, 2 ცალი სანადირო თოფი, 3 პისტოლეტი, კუსტარული წესით დამზადებული 4 ცალი მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი, 1 ცალი მსხვილკალიბრიანი შაშხანა, კუსტარული წესით დამზადებული 1 პისტოლეტი, 2 ნაღმმტყორცნი ჭურვებით, 3 კილოგრამამდე ტროტილი, „ერ-გე-დეს“ და „ეფ-1“-ის ტიპის 114 ხელყუმბარა, სხვადასხვა ტიპის 3 ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, 3 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, მსხვილკალიბრიანი საზენიტო იარაღის 23 ვაზნა, 3 სასიგნალო ვაზნა, 12 ცალი საბრძოლო ჭურვის თავი, სხვადასხვა ტიპის 323 ცალი ამფეთქი ფალია, 5 საკვამლე კოჭა, 6 მჭიდი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი სხვადასხვა კალიბრის 7682 საბრძოლო ვაზნა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები