კულტურის სამინისტროში პროექტების მიღების წესი გამარტივდა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პროექტების წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი გამარტივდა და მოწესრიგდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ცვლილებების თანახმად გაიწერა პროექტების დაფინანსების ვადები და პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდა. პროექტის განაცხადი დაფინანსების მოპოვებამდე რამდენიმე ეტაპს გადის, რომელიც ღიაა პროექტის ავტორებისათვის. დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება 30 სამუშაო დღის ვადაში იქნება მიღებული და დაუყოვნებლივ ეცნობება პროექტის ავტორს. ვრცელი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ბმული – http://www.culture.gov.ge/topicdetals-1.12464.html

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები