კულტურის სამინისტროს ახალი ინიციატივა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პროექტების წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი გამარტივდა და მოწესრიგდა. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა. ცვლილებების თანახმად გაიწერა პროექტების დაფინანსების ვადები და პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდა. პროექტის განაცხადი დაფინანსების მოპოვებამდე რამდენიმე ეტაპს გადის, რომელიც ღიაა პროექტის ავტორებისთვის. დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება 30 სამუშაო დღის ვადაში იქნება მიღებული და დაუყოვნებლივ ეცნობება პროექტის ავტორს. ასევე, აუცილებლობას აღარ წარმოადგენს დამატებითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები თანადამფინანსებელ ორგანიზაციებთან, ინვოისები და ა.შ.) წარდგენა საწყის ეტაპზე, სანამ პროექტის ავტორები არ მიიღებენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დადებით პასუხს დაფინანსების შესახებ. გამარტივდა აპლიკაციის შევსების ფორმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები