“არავის აქვს მიზეზი, ბრალდებები წამოაყენოს, მით უმეტეს, ასეთი ფორმით, როგორიც ვიხილეთ” – მიხეილ სარჯველაძე ფარცხალაძის საქმეზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც ოთარ ფარცხალაძეს ეხება.

„ამ დღეების განმავლობაში რა ინფორმაციაც გაჩნდა, მასზე დაყრდნობით მიღებული იყო სწორედ, კონსტიტუციის, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში მყოფი გადაწყვეტილება. ამდენად, არავის აქვს მიზეზი, ბრალდებები წამოაყენოს, მით უმეტეს, ასეთი ფორმით, როგორიც ვიხილეთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესაბამისი დასკვნა საქართველოს პრეზიდენტთანაა გადაგზავნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები