გია ვოლსკი: სისხლიანი, სამოქალაქო დაპირისპირება, ეს არის თემა, რომელიც სპონტანურად არ წარმოშობილა, სპონტანურად არ უთქვამს, მათ შორის გიორგი ვაშაძეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ის, რომ რადიკალური ოპოზიცია ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას გეგმავს, ეს არა ახალი ამბავი, არამედ სამწუხარო რეალობაა.

„ეს არის ის რეალობა სამწუხაროდ, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. სუს-მა დაამატა გარკვეული გარემოებები. სისხლიანი, სამოქალაქო დაპირისპირება, ეს არის ის თემა, რომელიც სპონტანურად არ წარმოშობილა, სპონტანურად არ უთქვამს, მათ შორის გიორგი ვაშაძეს. ეს არის ის რეალობა, რასაც სამწუხაროდ დიდი ხანია ვადევნებთ თვალყურს და რაც ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა გაითვალისწინონ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები