თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები