მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებას დნესტრისპირეთის გარეშე არ გამორიცხავს

მოლდოვის ხელისუფლება დნესტრისპირეთის გარეშე ევროკავშირში გაწევრიანების ვარიანტს განიხილავს, რის შემდეგაც კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებას გააგრძელებენ.

ამის შესახებ NewsMaker-ს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ქვეყნის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ დნესტრის მარცხენა სანაპირო მოლდოვის განუყოფელი ნაწილია და კიშინიოვი ისწრაფვის დნესტრისპირეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისაკენ, რათა ევროკავშირში, როგორც რეინტეგრირებული ქვეყანა, გაწევრიანდეს.

„სხვა ვარიანტი შეიძლება, იყოს ტერიტორიის იმ ნაწილის ევროკავშირში გაწევრიანება, რომელიც არის კიშინიოვის ლეგიტიმური და კანონიერი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, როგორც ეს ადრე განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, კონფლიქტის შემდგომი მოგვარების პერსპექტივით“, – განმარტეს უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები