“მტკიცებულებებს ითხოვდნენ, არეულობას სად ვაპირებთო და თვითონვე აღიარეს” – გიორგი ჩაკვეტაძე ოპოზიციაზე

“დღეს ყველაფერი კიდევ უფრო ნათელი გახდა. მტკიცებულებებს ითხოვდნენ, არეულობას სად ვაპირებთო და თვითონვე აღიარეს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

“კოლექტიურმა ,,ნაცებმა,, რუსები იძახეთ თქვენს პარტიებში და ერთმანეთს დაუძახეთ ხოლმე. ვისაც არ ახსოვს საქართველოს რა დამართეს, ამით გაახსენებთ.

ამ ხალხს ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიონ და არეულობას მიაღწიონ.

რა გეგმებსაც აჟღერებენ, არავინ აპირებს რომ გავუტაროთ. სახელმწიფო და საზოგადოება იდგება ჩვენი სამშობლოს სადარაჯოზე!”, – წერს ჩაკვეტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები