თეა წულუკიანი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა

“მინდა, გამგონმა გაიგოს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს სროლა, იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. ეს ნამდვილად ასე იქნება, მათ შორის, მომავალ წელსაც, რომლისთვისაც ბრძოლა და სიტუაციის არევის მცდელობები უკვე დაწყებულია”, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მუშაობას გააგრძელებს.

„ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო, როდესაც კდემამოსილი ქალების კოჰორტამ ალყა შემომარტყა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ისე, როგორც აქამდე ვმუშაობდით, მაგრამ ჩვენს სისტემაში არიან ადამიანები, ვისი იდენტიფიცირება ხდება, რომ ისინი გამოიყენონ ინსტრუმენტებად ამ ბრძოლაში“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები