“პროცედურულად, როდესაც გამჟღავნდება, რომ ერთი ადამიანი არის ერთდროულად ჩვენი და სხვა ქვეყნის მოქალაქე, იუსტიციის სამინისტრო იწყებს შესაბამის მოკვლევას” – მამუკა მდინარაძე

“პროცედურულად, როდესაც გამჟღავნდება, რომ ერთი ადამიანი არის ერთდროულად ჩვენი და სხვა ქვეყნის მოქალაქე, იუსტიციის სამინისტრო იწყებს შესაბამის მოკვლევას”, – ამის შესახებ “ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„როდესაც გამჟღავნდება, რომ ერთი ადამიანი არის ერთდროულად ჩვენი და სხვა ქვეყნის მოქალაქე, იუსტიციის სამინისტრო იწყებს შესაბამის მოკვლევას, მიმართავს ამ პირს, რომელ მოქალაქეობას თმობს, ერთ-ერთი უნდა დათმობს, თუ ასე არ გააკეთა ამ შემთხვევაში მას უნდა ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქეობა. ეს არის იუსტიციის სამინისტროს საკითხი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები