“როდესაც მაქვს ინფორმაცია კონკრეტული ადამიანების შესახებ, რომ ისინი იმ დავალებას ემსახურებიან, რომ რამენაირად მეორე ფრონტი გააჩაღონ, რევოლუცია მოაწყონ, ჩემი ვალდებულებაა, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებას მივაწოდო” – ირაკლი კობახიძე
“როდესაც მე მაქვს ინფორმაცია კონკრეტული ადამიანების შესახებ, რომ ისინი იმ დავალებას ემსახურებიან, რომ რამენაირად მეორე ფრონტი გააჩაღონ, რევოლუცია მოაწყონ, ჩემი ვალდებულებაა, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებას მივაწოდო”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ამდენი ხანი ფარცხალაძე საერთოდ არ იყო დღის წესრიგში, როდესაც ესენი გამოდიოდნენ და უკვე სასაცილოა იმდენჯერ იყენებენ სიტყვებს: „რუსი“, „რუსული“, „პუტინისტი“. უკვე თვითონაც ეღიმებათ ხოლმე ამას რომ ამბობენ. რა შუაშია ეს ყველაფერი. გამოდიან და ამდენი ხანი ლაპარაკობენ ამ მესიჯებს ჩვენ მიმართ, როდესაც მართლა აგენტები არიან. ერთადერთი დავალება აქვთ, რომ რაღაცნაირად არიონ სიტუაცია. მე რა ვაშაძეს ანგარიში გავუყინე?! მე ვიძახი, რომ ჯაშუში და აგენტია. ანგარიშების გაყინვა არ შეიძლება და რაღაც დაუბლოკო იმიტომ, რომ ამას სჭირდება კანონი. მაგრამ, როდესაც მე მაქვს ინფორმაცია კონკრეტული ადამიანების შესახებ, რომ ისინი იმ დავალებას ემსახურებიან, რომ რამენაირად მეორე ფრონტი გააჩაღონ, რევოლუცია მოაწყონ, ჩემი ვალდებულებაა, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებას მივაწოდო“, – აღნიშნა კობახიძემ.