ირაკლი კობახიძე – ოპოზიციაზე: პროვოკაცია სამნიძეს დააწყებინეს, შემდეგ წითლიძეს გააგრძელებინეს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„დღესაც პროვოკაცია სამნიძეს დააწყებინეს, შემდეგ წითლიძეს გააგრძელებინეს და ე.წ. კაცები მათ უკან იმალებიან. ასეთ რამეს აკეთებენ, რაც მათ სახეს კიდევ ერთხელ აჩვენებს. არც კაცობა აქვთ, არც ქვეყნის სიყვარული, არაფერი აქვთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა კობახიძემ.