გივი მიქანაძე – ოპოზიციაზე: ამ ადამიანების დღის წესრიგი არის დესტრუქცია

“ამ ადამიანების დღის წესრიგი არის დესტრუქცია და რომ საპარლამენტო ცხოვრება არ მიმდინარეობდეს სრულფასოვნად”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის დღის წესრიგია ასევე ის, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ქვეყანა არ განვითარდეს.

“ოპოზიცია გავიდა დარბაზიდან და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს არც სათქმელი აქვთ არაფერი საზოგადოებისთვის, მით უმეტეს, როდესაც მინისტრის საათის ფორმატში ვისმენთ ძალიან მნიშვნელოვან ანგარიშს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრისგან. შემდგომში, მცდელობა ჰქონდათ რომ მოეწყოთ პროვოკაცია, როდესაც უმრავლესობის ლიდერი ბრიფინგს აწყობდა. ისინი მიუცვივდნენ და მოაწყვეს გარკვეული დესტრუქცია. პარალელურად, ერთმა ჯგუფმა გადაინაცვლა დარბაზში და შეეცადა, რომ მინისტრისთვის ხელი შეეშალათ. ეს მეტყველებს ერთადერთზე, რომ ამ ადამიანების დღის წესრიგი არის დესტრუქცია და საპარლამენტო ცხოვრება არ მიმდინარეობდეს სრულფასოვნად, რომ საქართველო წინ ვერ წავიდეს და ამათი მთავარი დღის წესრიგი არის, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ქვეყანა არ განვითარდეს და წინ არ წავიდეს. მაგრამ, ვერ გამოუვათ”,- აცხადებს გივი მიქანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები