“ეროვნულმა ბანკმა ახლა მიიღო კონსტიტუციის შესაბამისი ნორმა” – გურამ მაჭარაშვილი

“ეროვნული ბანკის ბრძანება შეესაბამება კონსტიტუციას”, – ამის შესახებ ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ეროვნული ბანკის ბრძანება შეესაბამება კონსტიტუციას. ნებისმიერი საერთაშორისო სანქცია მოქმედებს საქართველოში, მაგრამ თუ ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ნებისმიერ ქვეყანაში ასეა, რომ კონსტიტუცია ნებისმიერ საერთაშორისო ნორმაზე მაღლა დგას. კარგი იქნებოდა, ეს ადრეც ყოფილიყო, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა ახლა მიიღო კონსტიტუციის შესაბამისი ნორმა.
კონსტიტუცია იცავს საქართველოს მოქალაქეს, მის სიცოცხლეს ჯანმრთელობას, საკუთრებას. შესაბამისად, საკუთრება დაცული უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რა საერთაშორისო ნორმა მოქმედებს. ერთადერთი გამონაკლისი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ საქართველოს მოქალაქეს, ამა თუ იმ ფორმით საკუთრებაზე წვდომა შეეზღუდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები