ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თეა წულუკიანს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. თეა წულუკიანის ტრიბუნასთან დგომის დროს ოპოზიციის წარმომადგენლები: თინა ბოკუჩავა, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და სალომე სამადაშვილი მასთან მივიდნენ და ბანერი გაშალეს. მოგვიანებით, აღნიშნული ბანერი ირაკლი ზარქუამ ჩამოხსნა.
შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზში ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.