პარლამენტის ფოიეში ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზთან, ფოიეში ხმაურია. ერთმანეთს ოპოზიცია და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატები ირაკლი კობახიძესთან კომენტარის გაკეთების დროს მივიდნენ და უთხრეს, რომ რუსეთის ჯაშუშია, რასაც სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანი წითლიძე სკანდირებდა – “რუსებო”, “არა რუს ჯაშუშებს”, რასაც “ხალხის ძალის” წევრი – გურამ მაჭარაშვილი შემდეგი ფრაზით გამოეხმაურა – “არა ამერიკის აგენტებს”.
მანდატურებმა სიტუაციის განმუხტვა სცადეს, თუმცა, დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება.
პარალელურად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კულტურისა და სპორტის მინისტრს, თეა წულუკიანს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.