გურამ მაჭარაშვილი: კარგი იქნებოდა, ეს ადრეც ყოფილიყო, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა ახლა მიიღო კონსტიტუციის შესაბამისი ნორმა
„ეროვნული ბანკის ბრძანება შეესაბამება კონსტიტუციას,” – განაცხადა „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა სებ-ის გადაწყვეტილებაზე სანქცირების ნორმის შეცვლასთან დაკავშირებით.
„ეროვნული ბანკის ბრძანება შეესაბამება კონსტიტუციას. ნებისმიერი საერთაშორისო სანქცია მოქმედებს საქართველოში, მაგრამ თუ ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ნებისმიერ ქვეყანაში ასეა, რომ კონსტიტუცია ნებისმიერ საერთაშორისო ნორმაზე მაღლა დგას. კარგი იქნებოდა, ეს ადრეც ყოფილიყო, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა ახლა მიიღო კონსტიტუციის შესაბამისი ნორმა.