„ცდილობენ, ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალონ, მუდმივად იქნება ე.წ. პოლარიზაციის მცდელობები“ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

„მესმის ჩემი კოლეგების, მაგრამ ალბათ სჯობს, მაქსიმალურად ავარიდოთ ხოლმე თავი ამ აგენტებთან პოლემიკაში შესვლას“, – ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.

„ხედავთ, ცდილობენ, ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალონ და მუდმივად ეს მცდელობები იქნება ე.წ. პოლარიზაციის, რადიკალიზაციის გაღვივების, მათ შორის, ამ სხდომათა დარბაზშიც შეეცდებიან ამის გაკეთებას. თან ვხედავთ, როგორ აკეთებენ ვითომ კაცები, ქალებს იფარებენ ხოლმე, როცა ასეთი სიტუაცია იქმნება. ყველას ვთხოვდი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს და ყველა დეპუტატს, ვინც ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობით არის განმსჭვალული, მე მგონია, რომ ამ ჯაშუშებსა და აგენტებთან პოლემიკაში არ უნდა შევიდეთ ხოლმე. რა თქმა უნდა, რთულია, მესმის ჩემი კოლეგების, მაგრამ ალბათ სჯობს, მაქსიმალურად ავარიდოთ ხოლმე თავი ამ აგენტებთან პოლემიკაში შესვლას“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები