პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, თეა წულუკიანს უსმენენ
ამ წუთებში პარლამენტში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს უსმენენ. თეა წულუკიანი საკანონმდებლო ორგანოს „მინისტრის საათის“ ფორმატში ეწვია.
ის უწყების მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ წარადგენს ანგარიშს. ასევე, წულუკიანი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.