ხმაური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე – ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტის პლენარული სხდომა გახსნისთანავე დაპირისპირებით დაიწყო. მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა რეგისტრაცია გაიარეს, ოპოზიციამ დღის წესრიგის დაზუსტებისას განცხადებების გაკეთება ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული თემით სცადა, თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მათ განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა არ მისცეს.

გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომ ამერიკის აგენტურა პარლამენტიდან გავიდეს. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ სახელმწიფო და სახელმწიფოს ინსტიტუტები ჩამდგარია რუსეთის სპეცსამსახურის – „ეფესბეს“ დაცვის სამსახურში.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, რომ პარლამენტის სხდომა სწორედ ამ თემაზე დებატებით გაიხსნას. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არის ხმაურიანი გადაძახილები. სიტუაციის განმუხტვას მანდატურები ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები