“შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც ევალებათ ქვეყანაში წესრიგის დაცვა, უსაფრთხოება და უშიშროება, უნდა იყვნენ ფხიზლად და დააკვირდნენ რადიკალური ოპოზიციის მოქმედებას” – გია ცაგარეიშვილი
“შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც ევალებათ ქვეყანაში წესრიგის დაცვა, უსაფრთხოება და უშიშროება უნდა იყვნენ ფხიზლად და დააკვირდნენ რადიკალური ოპოზიციის მოქმედებას”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ე.წ. დემოკრატიული ოპოზიციის დიდ გამოცდილებას ამ მიმართულებით, ვფიქრობ, რომ საკმაოდ ყურადსაღები ინფორმაციაა. კვლევა-ძიებაც არ სჭირდება იმის თქმას, რომ დიახაც, საფრთხეები არის სერიოზული და შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც ევალებათ ქვეყანაში წესრიგის დაცვა, უსაფრთხოება და უშიშროება უნდა იყვნენ ფხიზლად და დააკვირდნენ მათ მოქმედებას“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.