“არაერთხელ გვინახავს, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა და დესტაბილიზაციის მცდელობები თუ როგორ გამოსდის რადიკალურ ოპოზიციას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას ქვეყანაში არეულობა სურს, რომ როგორმე საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ხელისუფლებაში მოხვდეს.
„წინა თვეებში არაერთხელ მოგვისმენია განცხადებები, სადაც ოპოზიციის ლიდერები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ისინი კანდიდატის სტატუსის დასაბლოკად ყველაფერს აკეთებენ, რომ შემდეგ ამას მოჰყვეს საქართველოში არეულობა და ამ არეულობით ისარგებლონ, რომ როგორმე საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ხელისუფლებაში მოხვდნენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.