“ამორალურია, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი ჯარისკაცების, თავდაცვის სამინისტროს თანხებს ხარჯავდა პირადი სიამოვნებისთვის” – რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვა ამორალური საქციელია.

“ამორალურია, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი ჯარისკაცების თავდაცვის სამინისტროს თანხებს ხარჯავდა პირადი სიამოვნებისთვის და, მათ შორის, საზოგადოებამ უკვე იცის, ესკობარის საფლავის მონახულებისა და “მოლოცვის” თვალსაზრისით.
აუცილებელია, რომ ამას სამართლებრივი შედეგი მოჰყვეს, ვინაიდან ეს არის კრებითი სახე მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები