სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას ელოდება, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს.
ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელდება.
მანამდე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა.
პრეზიდენტის თქმით, მასთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადაგზავნილა.