პარლამენტმა ქეთევან ჩარკვიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, ქეთევან დუმბაძის ადგილმონაცვლის, ქეთევან ჩარკვიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას კენჭისყრაზე მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ ქეთევან დუმბაძეს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება საშემოდგომო სესიაზე მას შემდეგ შეუწყდა, რაც ის საქართველოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელად დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები