პარლამენტი კენჭისყრის გზით „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტს „ჩააგდებს“
პარლამენტი კენჭისყრის გზით „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტს „ჩააგდებს“.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კანონის პროექტი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით წარადგინა, თუმცა როგორც აღნიშნა, განხილვა ფორმალური იყო და კოლეგებს მიმართა, რომ პროექტს კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირონ.
„დეოლიგარქიზაციის საკითხის კანონის გზით მოწესრიგება ჩვენი „ნოუ ჰაუ“ არ ყოფილა. ევროკავშირის სტრუქტურებმა უკრაინაში საკითხის კანონის გზით დარეგულირება მოიწონა და ჩვენ სწორედ ევროკავშირის მოწონებულ მიდგომას გავყევით, მაგრამ რადგან არის ევროკომისიის შემოთავაზება, რომ საკითხი კანონის გზით არ მოწესრიგდეს და სამოქმედო გეგმით დარეგულირდეს, გთავაზობთ, რომ პროექტს კენჭისყრის დროს მხარი არ დაუჭიროთ“, – მიმართა პარლამენტს ანრი ოხანაშვილმა.