ირაკლი ზარქუა: შევარცხვინე, ვინცაა „ნაცმოძრაობაში“, ვაშაძე რომ დაისვით თავზე, ჯერ მელია ჩამოაგდეთ, ბელადი ვერ გაათავისუფლაო, ახლა ხაბე არ მოგწონთ, ვაშაძეს ადგილიც წაურთმევია, დღეს იჯდა ხაბეს ადგილას
შევარცხვინე, ვინცაა „ნაცმოძრაობაში“, ვაშაძე რომ დაისვით თავზე. ჯერ მელია ჩამოაგდეთ, რადგან ბელადი ვერ გაათავისუფლაო. რევოლუციაო და ხაბე დანიშნეს, ახლა ხაბე არ მოგწონთ, ვაშაძე მიიყვანეთ და დაისვით თავზე. ადგილიც წაურთმევია, დღეს იჯდა ხაბეს ადგილას, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოპულისტი, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანით სურს ხელისუფლებაში მოსვლა.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, ბოკუჩავას მივმართო, ალბათ კარგი იქნება მეტი სოლიდარობა ქალბატონი ლაშხის მიმართ. უმსგავსობა იყო, რა განცხადებებიც მოვისმინე. ე.ი. ბატონ წამყვანს რეგლამენტის დარღვევა არ აპატიეთ, ორი ადამიანი რომ წინ წაწია, რადგან შეხვედრაზე იყო რაღაც და კონსტიტუციას რომ არღვევს ის ადამიანი, ამაზე რეაგირება რომ გვაქვს, რატომ გაქვთო რეაგირებაო. ასეთი ორმაგი სტანდარტით ხართ და სამწუხაროა, რომ ამას აგრძელებთ, აქაც ჩანს ეს.
დღემდე რუსეთთან თანამშრომლობთ, დღემდე რუსეთისგან მოგაქვთ ინფორმაციები, რაც გააკეთეთ, რუსეთის ინტერესებში იყო 2008 წელს. ჯერ ქართველ ბიჭებს დააბრალეთ ომი, შემდეგ ტერიტორიები გადაულოცეთ. ახლა სამადაშვილს ეჩქარება, შეხვედრაზე გავრბივარო. ევროკავშირში ჩვენი ელჩი იყო, ერთმა სახელმწიფომ არ დაუწესა სანქცია, ეს ქალბატონი ახლა გვიზის და მეჩქარებაო, ურიგოდ გამატარეთო, გეგონებათ, მთას გადადგამენ ახლა ასეთი ხელმოცარულები. დღემდე რუსეთის ინტერესებში ხართ და გინდათ, ჩვენკენ გადმოისროლოთ ისრები.
მინდა, შევეხო ამ ორ ხელმოცარულს, შევარცხვინე მართლა, ვინც ხართ „ნაცმოძრაობაში“ (ვიღაცასთან კარგი ურთიერთობა მაქვს), ვაშაძე რომ დაისვით თავზე. ჯერ მელია ჩამოაგდეთ, რადგან ბელადი ვერ გაათავისუფლაო. რევოლუციაო და ხაბე დანიშნეს, ხაბეს რას ვერჩი, ჩემი მეგობარია და ახლა ხაბე არ მოგწონთ, ვაშაძე მიიყვანეთ და დაისვით თავზე. ადგილიც წაურთმევია ახლა, დღეს იჯდა ხაბეს ადგილას და ის კიდევ, მსხვერპლი რომ ჰყავს, მანჯგალაძე, ასე უბერავენ ჯიგრები ერთად, რადგან მოსკუპდნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ვაშაძე ხუთი კაცით შემოვიდა პარლამენტში და ერთი შემორჩა, მსხვერპლი მანჯგალაძე, იმასაც გავათავისუფლებთ მალე.
პოპულისტი, მატყუარა, ყველაფერზე რომ წავა, ისეთი ადამიანი გყავთ გვერდში და ამით გინდათ ხელისუფლებაში მოხვიდეთ, შემდეგ გიკვირთ, ხალხი რატომ არ გვიჭერს მხარსო, რატომ ვააგებთ არჩევნებსო. ამიტომაც ემზადებით რევოლუციური სცენარისთვის. ბელადი რომ არაჟნების კონტეინერებში ჩასვით და შემოაპარეთ, ალბათ იმისთვის, რომ რეგისტრაცია გაევლო და ლეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, ამისთვის შემოაპარეთ ხომ? არა, ერთი რევოლუციური სცენარი ჩაგივარდათ, მეორე – ამ თქვენს პატრონებს იმედები ვერ გაუმართლეთ და გაქვთ მორიგი მცდელობა, ჩასაფრებული ხართ. სამადაშვილი არ არის, რომ ეუბნება არასამთავრობოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ახლა არ უნდა მისცეთ სტატუსი საქართველოსო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიო, რადგან მეტად გაიმყარებენ შემდეგო, ხალხს მოეწონება და არ გვინდაო. თქვენმა ლიდერმა გამხილათ, ქალბატონო სალომე, ეს არის თქვენი სტანდარტი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ამასთან, ირაკლი ზარქუამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებითაც ისაუბრა და მადლობა გადაუხადა მათ. ზარქუას თქმით, არსებულ რთულ დროს ისინი კვალიფიციურად მუშაობენ.
„მინდა, მადლობა ვუთხრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მერამდენედ მუშაობენ კვალიფიციურად. ჩვენი რეგიონი ცეცხლის ალშია გახვეული, აგერ ერთი ომი მიმდინარეობს, მეორე, ჩვენს სამეზობლოში დენთის კასრია და რომელ წუთს აფეთქდება, არ ვიცით. ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ტერორისტული აქტის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ სახელმწიფოს აქვს ინტერესი. ეს ბიჭები მაგრად მუშაობენ, თუ არის გამოწვევა, რეაგირებენ ადეკვატურად. ამიტომ მადლობა ეკუთვნით. რაც შეეხება თქვენს მცდელობას, ჯერ რისი ადგილი გაქვთ, არ გაიშვას, მაგრამ მაინც, ყოველთვის ყველას ახსოვდეს და ახალგაზრდებს მივმართავ, არ აყვეთ ამ პოპულისტებს. გააქეზეთ, „მოლოტოვის კოქტეილი“ ხელში დააჭერინეთ და შემდეგ მიატოვეთ ის ბიჭი, ის არის მსხვერპლი, ახლა რატომ არ არის აქციები, რატომ არ გამოიხსენით, ახლა არ არის ხომ მოდაში, რომ დაიცვათ „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი, როგორც მიატოვეს ის ბიჭი, ასე მიგატოვებთ თქვენც, ეს პარტია ამ ხელწერით არის ცნობილი“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.