ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ძალიან სუსტია, მაგრამ ამ სისუსტემ არ უნდა მოგვადუნოს
“ოპოზიცია ძალიან სუსტია, მაგრამ ამ სისუსტემ არ უნდა მოგვადუნოს, ხანდახან სუსტი უფრო საშიშია, რადგან ყველაფერზეა წამსვლელი”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე “ხალხის ძალის” მიერ, დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
“რაც შეეხება „ხალხის ძალის“ განცხადებას, მე აქ სიღრმეში ვერ შევალ და არ შევალ – უბრალოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რა თქმა უნდა, რისკები და გეგმები არსებობს. ოპოზიცია ძალიან სუსტია, მაგრამ ამ სისუსტემ არ უნდა მოგვადუნოს, ხანდახან სუსტი უფრო საშიშია, რადგან ყველაფერზეა წამსვლელი. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის სისუსტე არაფრის გარანტი არ არის. პირიქით, რისკები ასეთ დროს შეიძლება გაიზარდოს. ამაში მთლიანად ვეთანხმები „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას“, – განაცხადა კობახიძემ.