დავით მათიკაშვილი: დღეს ქვეყანა მყარად დგას ფეხზე
მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას გამოეხმაურა.
„დღეს ქვეყანა მყარად დგას ფეხზე. ეს არ არის 2002 და 2003 წლები, ვინმე ილუზიებში არ შევიდეს. ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით, მისი ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების შეცვლის, რაიმე სახის დესტაბილიზაციის მოწყობის და მსგავსი დესტრუქციის განხორციელების ყველა მცდელობა, რა თქმა უნდა, კანონის სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი“, – აცხადებს მათიკაშვილი.
სუს-ის ინფორმაციით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირები მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავენ დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.