ირაკლი ქადაგიშვილი: სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროკავშირმა კანდიდატ ქვეყნებს შესთავაზა, ბოლომდე იქნება მიყვანილი

„ვინაიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ორი მოსმენით არის მიღებული, პროცედურულად, მესამე მოსმენით აღარ იქნება მიღებული. სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროკავშირმა კანდიდატ ქვეყნებს შესთავაზა, ბოლომდე იქნება მიყვანილი”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამოქმედო გეგმაზე ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან.

“ალბათ, სექტემბრის ბოლომდე შედეგი იქნება, შესაბამისად, სამოქმედო გეგმაზე ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდებით. რეკომენდაციების რაღაც დათვლის სისტემებს თავი რომ დავანებოთ, რეკომენდაციები ოთხი მიმართულებით იქნება შესრულებული და ეს პროცესი ბოლომდე მივა. იმის გამო, რომ 12 რეკომენდაციაზე თავად ევროკავშირის დაზუსტებები არის გზადაგზა, აქედან გამომდინარე, სულ ბოლო დაზუსტება, რეკომენდაციებიდან რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ის ოთხი გამოიკვეთა, რაც ბორელმა საქართველოში ვიზიტის დროს გამოიკვეთა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები