ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს აქვს დავალება, ოდნავ მაინც გაამაგროს რადიკალური ოპოზიცია, ამას ემსახურება როგორც პოლიტიკოსებთან, ასევე შესაბამის „ენჯეოებთან“ შეხვედრებიც
რეალურად ის [სალომე ზურაბიშვილი] ცდილობს, რაღაცნაირად გაამაგროს რადიკალური ოპოზიცია და მდიდარი „ენჯეოები“, რომლებიც ამ რადიკალური ოპოზიციის ნაწილია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან და ამ შემთხვევაშიც, პრეზიდენტი ღიად საუბრობს იმაზე, რომ კვლავაც გავა კონსტიტუციური ჩარჩოდან.
„რეალურად ის [სალომე ზურაბიშვილი] ცდილობს, რაღაცნაირად გაამაგროს რადიკალური ოპოზიცია და მდიდარი „ენჯეოები“, რომლებიც ამ რადიკალური ოპოზიციის ნაწილია. რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი. მას აქვს დავალება, რომ რაღაცნაირად ოდნავ მაინც გაამაგროს რადიკალური ოპოზიცია და ამას ემსახურება როგორც პოლიტიკოსებთან შეხვედრები, ასევე შესაბამის „ენჯეოებთან“ შეხვედრებიც
რადიკალური ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან და ამ შემთხვევაშიც, პრეზიდენტი ღიად საუბრობს იმაზე, რომ კვლავაც გავა კონსტიტუციური ჩარჩოდან. როცა რადიკალური ოპოზიცია ამას აკეთებს, ეს კიდევ, რა ვიცი, მათი საქმეა, მაგრამ როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის მატარებელი ხარ და ღიად ეუბნები საზოგადოებას, რომ მე კვლავაც გავალ კონსტიტუციური ჩარჩოდან, ეს გასაგებია, რასაც ნიშნავს. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო მოვლენაა ეს ყველაფერი, თუმცა რას ვიზამთ, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლაც მისი ნებაა, მაგრამ ეს არ არის მისი უფლება. კონსტიტუცია მას პირდაპირ უკრძალავს იმის გაკეთებას, რაც კიდევ ერთხელ დააანონსა“, – განაცხადა კობახიძემ.