კახა ჩხატარაიშვილის პერსონალური გამოფენა
8 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში მხატვარ კახა ჩხატარაიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება, რომელიც დედის ხსოვნას ეძღვნება. ეს მხატვრის მე-11 პერსონალური გამოფენაა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. გამოფენა 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.