კინოფესტივალი „სესილი“

30 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით კინოთეატრ „ამირანში“ X საერთაშორისო მოკლე ფილმების ფესტივალი “სესილი” გაიმართება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული, ასევე უცხოური მოკლემეტრაჟიანი ფილმები.
„სესილი“ პირველად 2001 წელს ჩატარდა, თავისი არსებობის განმავლობაში ფესტივალმა შეძლო მაყურებლისთვის წარმოედგინა 800 -მდე საკონკურსო ფილმი, ქართველი ახალგაზრდა რეჟისორებისთვის მოეწყო კინოსივრცეში მეტად საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები და მასტერკლასები. მოეწვია სტუმრები და წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის კინოსკოლებიდან და სტუდიებიდან, გაეცნო მათთვის ქართული კულტურა, თანამედროვე და ძველი კინოხელოვნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები