„იცხოვრო, რომ მოჰყვე”

10 სექტემბერს, საქართველოს მწერალთა სახლში გაბრიელ გარსია მარკესის ავტობიოგრაფიული რომანის “იცხოვრო, რომ მოჰყვე” პრეზენტაცია გაიმართება. თქვენ წინაშეა წიგნი, რომელსაც ათწლეულები ელოდნენ. წიგნი – ცხოვრებისა და სიტყვის ალქიმიაზე. იმ რეალურ ადამიანებზე, ეპოქასა და ქვეყანაზე, რომლებმაც ისევე შექმნეს მარკესის სიტყვის მაგია, როგორც მელკიადესის პერგამენტებმა ბეუნდიების ოჯახის ბედისწერა: „ცხოვრება განვლილი დღეები კი არ არის, არამედ ის, რაც გახსოვს და როგორც გახსოვს, იმისთვის, რომ მოჰყვე“. „იცხოვრო, რომ მოჰყვე“ უშურველად გვიხსნის მეოცე საუკუნის ყველაზე მისტერიული ესთეტიკის საიდუმლო კარს. ეს არის რომანი, სადაც მწერალი მის დაუვიწყარ წიგნებში დაბინავებული პერსონაჟების შორეულ აჩრდილებზე გვესაუბრება. წიგნი ესპანურიდან ლანა კალანდიამ თარგმნა, დაბეჭდილია გამომცემლობა “ინტელექტის“ მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები