ქეთი დოლიძე: ამხელა დაფასება და აღიარება ჩვენთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო

რეჟისორმა ქეთი დოლიძემ საერთაშორისო ფესტივალზე მოპოვებულ წარმატებასთან დაკავშირებით „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
“მართალი, რომ გითხრათ ჩვენთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო ამხელა დაფასება და აღიარება. უნდა გითხრათ, რომ ამ პროექტის, ალბათ ჩემს გარდა არავის არ სჯეროდა დასაწყისში. მე ვიცი, რომ ახლა ძალიან დიდი ყურადღებაა ორუელის ცხოველების ფერმის, როგორც ნაწარმოებს მიმართ, იმიტომ რომ, ევროპაში გნებავთ, თუ ამერიკაში, სადმე ხელისუფლების საწინაააღმდეგო მიტინგი თუ იმართება, ყველგან ასეთ ღორის ნიღბებს იკეთებდნენ. ორველის ცხოველთა ფერმა ისევ აქტუალურია, იმიტომ რომ ეს ნაწარმოები არის გაფრთხილება ყველა ხელისუფლებისთვის რომ არ ჩავარდნენ ხიბლში და არ დაემართოთ ის რაც ჩვენ დაგვემართა ბოლო ცხრა წელი…
საერთოდ მინდა რომ ჩვენმა თეატრმა ბევრი საერთაშორისო პროექტი განახორციელოს”, – განაცხადა ქეთი დოლიძემ “კვირას” პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები